2018 წელიდავგეგმე საზაფხულო სკოლის მოწყობა, გავესაუბრე სკოლის დირექციას და მშობლებს . შესაბამისი ინფორმაცია და სამოქმედო გეგმა განვათავსე სკოლის ვებ-გვერდზე. მშობლებისა და მოსწავლეების მიერ შევსებული კითხვარის გაცნობის საფუძველზე ვთვლი, რომ შევძელი დასახული მიზნის მიღწევა. საზაფხულო სკოლამ გაამართლა. აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. გაკვეთილები იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეთა უმეტესობამ შეძლო უფრო მეტად და მრავალმხრივ წარმოეჩინა თავი. ეს უკეთ გამოჩნდა ჯგუფებში მუშაობის დროს და შესვენებებზე, როდესაც ცდილობდნენ დასვენების დროც აქტიურად გამოეყენათ: მღეროდნენ, ცეკვავდნენ, საუბრობდნენ მათთვის საინტერესო თემებზე.ჯგუფური მუშაობის დროს აქტიურად უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს , თანამშრომლობდნენ ჯგუფის სხვა წევრებთან. მოსწავლეებმა კიდევ უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი. მეტად გახსნილები იყვნენ ურთიერთობებში. ეს კი დადებითად აისახება შემდეგ სასწავლო წელს.
მეც და ჩემი მოსწავლეებიც ვისურვებდით ყოფილიყო მეტი გასვლითი აქტივობები და სასურველია მშობლების მეტი ჩართულობა. მუშაობის პროცესში საჭიროდ ჩავთვალე პროგრამის მოდიფიკაცია. უფრო მეტად ჩავრთე კომპიუტერი. იმის გათვალისწინებით , რომ დიდია მოსწავლეთა ინტერესი ისტ-ისადმი. ამიტომ შევთავაზე დამატებით სხვადასხვა აქტივობები, რამაც მათთვის უფრო ადვილდ აღსაქმელი გახადა მასალა და შესასრულებელი სამუშაო კი სახალისო. წასაკითხი ტექსტების დიდი ნაწილი მოსწავლეებს ელექტრონულად შევთავაზეთ, რამაც მეტი ჩართულობა გამოიწვია.ბავშვები ხალისით კითხულობდნენ ტექსტებს ,მსჯელობდნენ წაკითხულის ირგვლივ , ქმნიდნენ ილუსტრაციებს.მოსწავლეებმა მიიღეს ახალი გამოცდილება,შეიძინეს ცოდნა.
უამრავი წარმატება ეკა მასწავლებელო თქვენ და თქვენს მოსწავლეებს!***
ReplyDelete