Thursday, June 14, 2018
Wednesday, June 13, 2018
მათემატიკის გაკვეთილი "რიცხვების აპარატი"
2018 წლის 28 თებერვალს I6
კლასში ჩავატარე გაკვეთილი მათემატიკაში, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებდა
შეფასების ჯგუფი.
გაკვეთილის თემა: რიცხვების ნუმერაცია 11-დან
20-მდე.
გაკვეთილის მიზანი:
·
მეორე
ათეულის რიცხვების ჩაწერის გაცნობა-გააზრება.
·
ათეულებისა
და ერთეულების თანრიგების ციფრების მნიშვნელობის გაგება.
·
რიცხვთა
ათობითი პოზიციური სისტემის პირველი მიახლოებით
გააზრება.
გაკვეთილი
დავგეგმე ესგ-ით განსაზღვრული მიზნების გათვალისწინებით. ვთვლი, რომ მივაღწიე დასახულ
მიზანს, რის საფუძველსაც მაძლევს მოსწავლეთა აქტიურობა, ჩართულობა და ჩემ მიერ შეთავაზებული
სავარჯიშოები.
გაკვეთილი
დავიწყე კლასის ორგანიზებითა და გაკვეთილის მიზნის გაცნობით.
გამოწვევის ფაზაზე გამოვიყენე აქტივობა
„სასურველი ათიანების პასეანსი“. მაგიდაზე
გავშალე ბარათების დასტა რიცხვებით 1-დან 9--ს ჩათვლით. ბარათები დავაწყე ისე რომ ცირები
არ ჩანდა. შერჩევითობის პრინციპით გამოვიყვანე რამდენიმე მოსწავლე.
მოსწავლე აიღო 2 ბარათი, ამოატრიალა და თუ რიცხვების ისეთი კომბინაცია შეხვდა ,რომელიც
ჯამში 10-ის ტოლია ,კლასს უჩვენა და დაასახელა.
ამ აქტივობამ მოსწავლეებში გააღვიძა ინტერესი და
გაზარდა მათი ჩართულობა.
შემდეგ შერჩევითობის პრინციპით გამოვიყვანე
რამდენიმე მოსწავლე. მაგიდაზე უკუღმა დაწყობილი ბარათებიდან ამოიღო ორიბარათი.ერთნაირი ჯამის შემთხვევაში ორივე ბარათს დებდა ცალკე ,თუ არა და მაშინ ორივეს უკან აბრუნებდა.
ამ აქტივობის საშუალებით მოსწაავლეებმა
გაიხსენეს ათის შედგენილობა.
ამის შემდეგ დაფაზე დამაგრებული სტიკერები
მოსწავლემ დააწყო ხუთეულებად და თქვა რამდენი
ხუთეული მიიღო. (2 ცალი ხუთეული); სულ რამდენი
სტიკერია? (10)
მეორე მოსწავლემ ორეულებად დააწყო სხვა ათეული და
დაასახელა რამდენი ორეული მიიღო. სულ რამდენი სტიკერია? (10)
შერჩევითობის პრინციპით გამოვიყვანე
მოსწავლე , რომელმაც სტიკერები დააწყო ათეულებად და უპასუხა კითხვებს:
რამდენი ათეული მიივიღეთ?
ერთ ათეულს მივუმატოთ ერთი ათეული
რამდენ ათეულს მივიღებთ?
10 +10 =20
ორი ათეული არის ოცი.
1 ათეული მეტია თუ 2 ათეული?
ჩანაწერში 10 რას აღნიშნავს ერთიანი ?
ჩანაწერში 20 რას აღნიშნავს ორიანი?
შერჩევითობის პრინციპით გამოვიყვანე
მოსწავლე ,რომელმაც დაფაზე დამაგრებული 12 სტიკერიდან გადააწყო ათეული და უპასუხა კითხვებს
:
რამდენი ათეული გამოიყო?
რამდენი ერთეული დარჩა?
რა რიცხვით გამოისახება ათეულების
რაოდენობა?
როგორ ჩაიწერება ეს რიცხვი?
როგორ ჩაიწერება დარჩენილი ერთეულების
რაოდენობა? როგორ ჩაიწერება ეს ?
მოსწავლეებს ვუთხარი,რომ ჯერ ათეულების
რაოდენობის აღმნიშვნელი ციფრი იწერება, შემდეგ- ერთეულების. მათ ერთმანეთის გვერდით
ვწერთ.
მარჯვნიდან პირველი ციფრი ერთეულებს
გამოსახავს, მეორე ციფრი კი წარმოგვიდგენს ათეულის რაოდენობას.
მოსწავლეებს რომ დაღლა არ ეგრძნოთ,
გამოვიენე წუთშესვენება. მოსწავლეები ფეხზე
ადგნენ. შეასრულეს ერთ ვარჯიში და რიგზე გაითვლეს ,რის შემდეგაც მეტი ინტერესით ჩაერთნენ
საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა
შემდეგი აქტივობა : „რიცხვების აპარატი“- დაფაზე დავამაგრე ფორმატი ,რომელზეც დახატული
იყო „რიცხვების აპარატი“. ძაბრში შეგვყავს რიცხვი 1. მოსწავლემ დაასახელა რა რიცხვს გამოუშვებს მილიდან აპარატი.
მოსწავლემ დაფაზე დაწერა 10
+1=11
-ათის შემდეგ თვლისას რა რიცხვს ვასახელებთ?
-რამდენით მეტია ათის მომდევნო-
11 ათზე?
ჩავუშვით რიცხვი 2
და მოსწავლემ დაასახელა ჯამი.10 +2 =12
-რამდენითაა მეტი 12 ათზე?
ჩავუშვით 3 და დავასახელეთ მიღებულ
ჯამს .10+3 =13
-ცამეტი ათზე რამდენით მეტია? ცამეტი- ათზე სამით მეტი. ყურადღებას ვამახვილებთ სახელწოდებაზე.
დაფაზე დამაგრებულ ფორმატზე დახაზულ რიცხვით ღერძზე ,რომელზეც 10-ის შემდეგ რიცხვები არ ეწერა, მოსწავლემ დაასახელა 10 მომდევნო რიცხვი და დაწერა .შემდეგ 11 ის მომდევნო რიცხვი და ა.შ .
დანართი 2
დაფაზე დამაგრებულ ფორმატზე დახაზულ ცხრილში, რომლის პირველ სტრიქონში ეწერა ციფრები 5,6,7,8,9 .ქვედა სტრიქონი ცარიელი უჯრებია .ზედა სტრიქონის რიცხვებს დაუმატა მოსწავლემ 10 და მიღებული ჯამი ჩაწერა ქვედა სტრიქონის შესაბამის უჯრაში. აქტივობის შესასრულებლად დაითვალა სტიკერები. ერთი ათეული სტიკერები ერთადაა დამაგრებული ,მიუმატა შესაბამის რაოდენობას და მიღებულ ჯამი ჩაწერა .
დანართი 3
მოსწავლეები
შევაფასე სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარით.გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია
-მოსწავლეთა ჩართულობა, ინტერესი და აქტიურობა.
ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა, მომცა საშუალება გავსულიყავი შედეგზე.დღეს გაკვეთილზე
შევძელი ყველაფერი ის, რაც ჩემი მიზანი იყო: მეორე ათეულის რიცხვების ჩაწერის
გაცნობა-გააზრება; ათეულებისა და ერთეულების თანრიგების ციფრების მნიშვნელობის გაგება;
რიცხვთა ათობითი პოზიციური სისტემის პირველი
მიახლოებით გააზრება. Monday, June 11, 2018
საზაფხულო სკოლა
2018 წელიდავგეგმე საზაფხულო სკოლის მოწყობა, გავესაუბრე სკოლის დირექციას და მშობლებს . შესაბამისი ინფორმაცია და სამოქმედო გეგმა განვათავსე სკოლის ვებ-გვერდზე. მშობლებისა და მოსწავლეების მიერ შევსებული კითხვარის გაცნობის საფუძველზე ვთვლი, რომ შევძელი დასახული მიზნის მიღწევა. საზაფხულო სკოლამ გაამართლა. აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. გაკვეთილები იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეთა უმეტესობამ შეძლო უფრო მეტად და მრავალმხრივ წარმოეჩინა თავი. ეს უკეთ გამოჩნდა ჯგუფებში მუშაობის დროს და შესვენებებზე, როდესაც ცდილობდნენ დასვენების დროც აქტიურად გამოეყენათ: მღეროდნენ, ცეკვავდნენ, საუბრობდნენ მათთვის საინტერესო თემებზე.ჯგუფური მუშაობის დროს აქტიურად უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს , თანამშრომლობდნენ ჯგუფის სხვა წევრებთან. მოსწავლეებმა კიდევ უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი. მეტად გახსნილები იყვნენ ურთიერთობებში. ეს კი დადებითად აისახება შემდეგ სასწავლო წელს.
მეც და ჩემი მოსწავლეებიც ვისურვებდით ყოფილიყო მეტი გასვლითი აქტივობები და სასურველია მშობლების მეტი ჩართულობა. მუშაობის პროცესში საჭიროდ ჩავთვალე პროგრამის მოდიფიკაცია. უფრო მეტად ჩავრთე კომპიუტერი. იმის გათვალისწინებით , რომ დიდია მოსწავლეთა ინტერესი ისტ-ისადმი. ამიტომ შევთავაზე დამატებით სხვადასხვა აქტივობები, რამაც მათთვის უფრო ადვილდ აღსაქმელი გახადა მასალა და შესასრულებელი სამუშაო კი სახალისო. წასაკითხი ტექსტების დიდი ნაწილი მოსწავლეებს ელექტრონულად შევთავაზეთ, რამაც მეტი ჩართულობა გამოიწვია.ბავშვები ხალისით კითხულობდნენ ტექსტებს ,მსჯელობდნენ წაკითხულის ირგვლივ , ქმნიდნენ ილუსტრაციებს.მოსწავლეებმა მიიღეს ახალი გამოცდილება,შეიძინეს ცოდნა.
Subscribe to:
Posts (Atom)